უკრაინის ეკლესიაში გამოვიდნენ მოწოდებით, რომ აღდგომის ღამეს ღვთისმსახურება არ ჩატარდეს

რუსები ცდილობენ, უკრაინელებს აღდგომის სულიერი სიხარული წაართვან, ამიტომ, ფხიზლად უნდა იყოთ და თავს გაუფრთხილდეთ. აღდგომის დღესასწაულზე ტაძრებში მისვლა და ღვთისმსახურების ჩატარება საჭირო არ არის.

ამის შესახებ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მიტროპოლიტმა, ეპიფანემ ტელემარათონის დროს თქვა.

სასულიერო პირის თქმით, სახიფათო რეგიონებში, სადაც პროვოკაციების საფრთხე არსებობს, არ არის აუცილებელი ღვთისმსახურების ჩატარება. მისი თქმით, ეს შეიძლება, დღის საათებში მოხდეს, ასევე, საჭიროა ხალხმრავლობის ასაცილებლად დროის გადანაწილება.

ეპიფანემ ასევე გაიხსენა ონლაინ საეკლესიო მსახურება. მისი თქმით, ამ მსახურებას შესაძლოა, ყველა შეუერთდეს, მერე კი ტაძარში პასკის საკურთხებლად მივიდნენ.

მიტროპოლიტმა ასევე აღნიშნა, რომ ეკლესიისგან იყო მოთხოვნა აღდგომაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მაგრამ, მისი აზრით, რუსები ამას არ დათანხმდებიან.

ის კითხვას სვამს, “როგორ ჩადიან ასეთ სიმხეცეს ადამიანები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებენ”.

სასულიერო პირმა ასევე კომენტარი გააკეთა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინელი მღვდელმთავრების მოწოდებებზე, რომ ომის მომხრე პატრიარქ კირილის ტრიბუნალი გაიმართოს.

ეპიფანი მიიჩნევს, რომ დროა, “ჩვენს ქვეყანაში სიტყვებიდან მოქმედებაზე გადავიდნენ”.

შეგახსენებთ, რუსმა ოკუპანტებმა მიანიშნეს, რომ აღდგომის ღამეს პროვოკაციებს ამზადებენ.

კეროდ, საფრთხის ქვეშ იქნება ხუთი რეგიონის ტაძრები: ზაპოროჟიეს, მიკოლაევის, ოდესის, სუმის და ხარკოვის.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები