ბექა დავითულიანი: “ნაცმოძრაობას” ძალიან უჭირს იმ დღის წესრიგის შექმნა, რომლის სურვილიც გააჩნია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობას” მისთვის სასურველი დღის წესრიგის შექმნა უჭირს.
მისივე თქმით, აღნიშნული პარტია რევოლუციური ნარატივიდან 10 წელია, ვერ გამოდის.
“ნაციონალურ მოძრაობას” ძალიან უჭირს იმ დღის წესრიგის შექმნა, რომლის სურვილიც აქვს, რომელზეც მუშაობდნენ და ამუშავებდნენ გარკვეულ პოლიტექნოლოგებს იმის გამო, რომ აქ მოეწყოთ ერთგვარი “უსისხლო რევოლუცია”. ზოგადად, ეს პარტია აგერ უკვე 10 წელიწადია, რევოლუციური ნარატივიდან ვერ გამოდის. მით უმეტეს, ახლა, როცა რეგიონში ასეთი მძიმე გეოპოლიტიკური ვითარებაა – ამის დრო არ არის”, – აღნიშნა დავითულიანმა.