პუტინისადმი მედვედჩუკის თხოვნას კრემლში უპასუხეს
კრემლს, ვიქტორ მედვედჩუკის თხოვნასთან დაკავშირებით, ამჟამად, საპასუხოდ არაფერი აქვს სათქმელი.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა.
უკრაინის რადას პრორუსმა დეპუტატმა, ვიქტორ მედვედჩუკმა, რომელიც 12 აპრილს დააკავეს, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა, რომ მარიუპოლის მცველებსა და მოსახლეობაზე მისი გაცვლა მოხდეს.
„ამ ამბავზე ჯერჯერობით სათქმელი არაფერია“, – თქვა პესკოვმა ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ.
13 აპრილს მედვედჩუკის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთების დროს, პესკოვმა თქვა, რომ შეუძლებელია უკრაინელებზე მისი გაცვლა, რადგან “მედვედჩუკი რუსეთის მოქალაქე არ არის”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge