თამარ გაბუნია და ილია ღუდუშაური ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეები ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თამარ გაბუნიამ და ილია ღუდუშაურმა, კერძო კლინიკების წარმომადგენლებთან ერთად, ჰოსპიტალურ სექტორში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

“განიხილეს მათთვის COVID სტატუსის დასრულებისა და პანდემიამდელ ვითარებაში დაბრუნების საკითხი. შეხვედრაზე, მხარეებმა, სხვადასხვა პროგრამებისა და სერვისების ტარიფების განსაზღვრაზეც იმსჯელეს. სამინისტრო, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად აქტიურად მუშაობს, რათა უახლოეს მომავალში ანაზღაურების ახალი სისტემა დაინერგოს. იგეგმება DRG ანუ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების მოდელზე გადასვლა, რომლის თანახმადაც დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს. სისტემის საშუალებით, ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისათვის გადაიხდის.

მინისტრის მოადგილეებმა აღნიშნეს, რომ ერთობლივ საკითხებზე, კლინიკებთან ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რაც ჰოსპიტალურ სექტორს არ დააზარალებს, თუმცა, მთავარი, პაციენტისთვის ჯანდაცვის სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობა იქნება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები