ხარკოვზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა – დაშავებულია 18 ადამიანი

ხარკოვის რაიონული ადმინისტრაციის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, 16 აპრილს ხარკოვზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო, სულ მცირე, 18 დაშავდა.

„ერთი ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე 18 დაშავდა, ეს წინასწარი ინფორამციაა“, – განაცხადა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაქსიმ ხაუსტოვმა.

შეგახსენებთ, რომ ქალაქი გამუდმებით თავდასხმის ქვეშაა. გუშინ 15 აპრილს, ინდუსტრიულ რაიონში  10 ადამიანი დაიღუპა, რომელთა შორის 7 თვის ჩვილი იყო და 35 ადამიანი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები