პარიზში მარო მაყაშვილის დღიურის ფრანგული თარგმანის წარდგენა გაიმართება

20 აპრილს, საფრანგეთის დროით 18:00 საათზე, პარიზში მარო მაყაშვილის დღიურის ფრანგული თარგმანის წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, მარო მაყაშვილის დღიური, მწერალთა სახლის მხარდაჭერით, გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობამ Les éditions Meduza. მთარგმნელი: მაია გიორხელიძე.
წიგნის წარდგენაში მონაწილეობას მიიღებენ: მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური და გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები