რუსეთი შვედეთსა და ფინეთს ნატო-ში შესაძლო შესვლისთვის ემუქრება
“ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ჩრდილოეთ ევროპის სტაბილურობისთვის ნეგატიური შედეგების მომტანი იქნება”, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ.
მან აღნიშნა, რომ ამ ქვეყნების ტერიტორიები დიდი ხანია, ნატო-ს “ათვისების საგანს წარმოადგენს”, იქ ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები ტარდება.
„გასაგებია, რატომ სჭირდება ეს ალიანსს. მიზანია – გააგრძელოს სამხედრო პოტენციალის ზრდა და გეოგრაფიული გაფართოება, რუსეთის საფრთხეებისთვის კიდევ ერთი ფლანგი შექმნას. მაგრამ რაში სჭირდებათ ჩვენს ფინელ და შვედ მეზობლებს, იქცნენ რუსეთ-ნატო-ს დაპირისპირების ახალ საზღვრად – გაუგებარია. ჩრდილოეთ ევროპის მშვიდობისა და სტაბილურობისთვის უარყოფითი შედეგები აშკარაა“, – თქვა ზახაროვამ.