Moody’s: რუსეთში დეფოლტი უკვე 4 მაისს არის მოსალოდნელი

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ში აცხადებენ, რომ 4 მაისს რუსეთი შესაძლოა, დეფოლტის წინაშე აღმოჩნდეს, რადგან ამ დღეს საშეღავათო პერიოდი სრულდება.

აღინიშნება, რომ რუსეთმა ობლიგაციების ფასი დოლარის ნაცვლად რუბლით გადაიხადა, რაც თავდაპირველი კონტრაქტების პირობებს არ აკმაყოფილებს.

„რუსეთმა 2022 და 2042 წლების ორი ობლიგაციის გადასახადი დოლარის ნაცვლად რუბლით უზრუნველყო, რაც გადახდის პირობების ცვლილებას წარმოადგენს. Moody’s-ის განმარტებით, ეს შეიძლება, ჩაითვალოს დეფოლტად, თუ სიტუაცია 4 მაისამდე არ შეიცვლება, ეს დღე საშეღავათო პერიოდის დასრულებად მიიჩნევა“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

Reuters-ი აღნიშნავს, რომ თუ რუსეთი დეფოლტის ქვეყნად გამოცხადდება, 1917 წლის შემდეგ ეს იქნება მისი პირველი დიდი დეფოლტი უცხოურ ობლიგაციებზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები