შალვა პაპუაშვილი: “საქსტატის” მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა

“საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში წერია, რომ სურსათზე ფასები შემცირდა. ცალკეული პროდუქტზე შეიძლება იყოს ზოგან მატება, ზოგან კლება, თუმცა რაც შეეხება საერთო სტატისტიკას სურსათთან დაკავშირებით, ფასები შემცირებულია”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ტენდენციაა ბოლო ორი თუ სამი თვის, რომ სურსათზე ფასები მთლიანობაში იკლებს.

„რაღაც პროდუქტზე შეიძლება მოიმატოს ფასმა სეზონურობიდან გამომდინარე, მაგრამ სურსათზე იკლებს. ამაში ჩვენ ვხედავთ საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მუშაობის შედეგსაც“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები