“ოპოზიციას ჯერ კიდევ აქვს ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნისა თუ ბრიუსელის მხარდაჭერა რადიკალიზმში”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამერიკაში შეიცვალა ხელისუფლება, დღეს რადიკალიზმი მხარდაჭერილი არის ბრიუსელის მხრიდან.
„დღეს ანტიდემოკრატიული ძალები მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან და დღეს ძალადობა მხარდაჭერილია ბრიუსელის მხრიდან. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი თავისი სიმტკიცითა და გამძლეობით მივიდა ამ წერტილზე, რომ დღეს აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ განცხადებაში რამდენჯერმე ახსენა სიტყვა სუვერენიტეტი, რომელიც ევროპელებმა დაგვავიწყეს საქართველოსთან ურთიერთობაში. როდის გვითხრეს ბოლოს, რომ ჩვენი საერთო ღირებულება არის ერთმანეთის სუვერენიტეტის პატივისცემა, აღარც გვახსოვს. ამ სიტყვას მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის წყვილში იყენებენ ხოლმე. ის, რაც დავიწყებული აქვს დღეს ევროკავშირს საქართველოსთან მიმართებაში, ამერიკულმა დელეგაციამ რამდენჯერმე ხაზგასმით ახსენა, როგორც საერთო ფასეულობა ორ ქვეყანას შორის“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.