დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს ხვდებიან

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდებიან. შეხვედრა, მთავრობის ადმინისტრაციაში მიმდინარეობს.

დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობლის, კახა წიქარიშვილის თქმით, ნაყოფიერი შეხვედრის მოლოდინი აქვთ.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ შეხვედრისთვის. იმედი გვაქვს, ხელისუფლებაც მზად არის და კონკრეტული შემოთავაზება აქვთ კონკრეტულ მედიკამენტთან დაკავშირებით, რა ვადაში იქნება შემოტანილი და როდის მიიღებენ ბავშვები. ველით, რომ ეს იქნება ნაყოფიერი შეხვედრა“, – აღნიშნა წიქარიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები