“ნატო-ში ფინეთის და შვედეთის შესვლით, ბალტიის ქვეყნები არაბირთვულ სტატუსს დაკარგავენ, ბალანსი უნდა აღდგეს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, ნატო-ში შვედეთის და ფინეთის შესვლით, ბალტიის ქვეყნები არაბირთვულ სტატუსს დაკარგავენ და ბალანსი უნდა აღდგეს.

ამის შესახებ მან ტელეგრამში დაწერა.

„ასეთ შემთხვევაში ბალტიის ქვეყნების არაბირთვულ სტატუსზე საუბარი ვეღარ იქნება – ბალანსი უნდა აღდგეს. რუსეთს აქამდე მსგავსი ზომები არ მიუღია და არც აპირებდა. თუ გვაიძულებენ – როგორც ცნობილი ძველი ფილმის გმირი ამბობდა: “გაითვალისწინეთ, რომ ეს ჩვენი შეთავაზება არ იყო”, – დაწერა მედვედევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები