ზახაროვა: კიევისთვის იარაღის მიწოდება რუსეთის დასახული ამოცანების შესრულებას ხელს ვერ შეუშლის
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, უკრაინაში რუსეთის “სპეციალური ოპერაციის ამოცანების შესრულებას” კიევისთვის იარაღის მიწოდება ხელს ვერ შეუშლის.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
„არც კიევისთვის დასავლური იარაღის მიწოდება, არც საბრძოლო მოქმედებების წარმოების ტერორისტული მეთოდები, არაფერი, მათ შორის, არც დაშინება, პროპაგანდა, ფეიკები, დეზინფორმაცია, მუქარა – არაფერი შეუშლის ხელს იმ მიზნებისა და ამოცანების შესრულებას, რაც ჩამოაყალიბა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ“, – განაცხადა ზახაროვამ.