ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების ინიციატივით ჩატარდება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ლექცია
ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების ინიციატივით ჩატარდება დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ლექცია, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სასახლე ავრცელებს.
მათივე ცნობით, თემა: დავით გურამიშვილის ,,სწავლა მოსწავლეთაა”.
ღონისძიების მიზანია ქართული ენის მნიშვნელობის საერთო ღირებულების აღნიშვნა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ქმნის განსაკუთრებულ კულტურულ მემკვიდრეობას.
ლექციას წარუძღვება: ეროვნული სასახლის ქართული ენის, ლიტერატურის და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელი – რუსუდან ყიფიანი.