„იალონი“ და მეგობრები უკრაინისთვის – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზი
13 აპრილს, 19:00 საათზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დარბაზში, ანსამბლი „იალონი“ და მეგობრები უკრაინის მხარდასაჭერად ქართულ-უკრაინულ ფოლკლორულ საღამოს გამართავენ.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ბილეთებიდან შესული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში.
მონაწილეობენ: ზვიად ბოლქვაძე, მებო ნუცუბიძე, მიშო ჯავახიშვილი, თინა მეჰთიევა, ირაკლი ევსტაფიშვილი, ვასო კორნიენკო.