ჯანდაცვის მინისტრი: თუ უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების საჭიროება იქნება, კოვიდკლინიკებმა შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უნდა დააბრუნონ
“კოვიდკლინიკების შემოწმებას სისტემური ხასიათი ექნება. ფინანსურ ნაწილთან ერთად, აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
„კოვიდკლინიკების შემოწმება არ არის ერთჯერადი პროცესი. ამას ექნება სისტემური ხასიათი. ფინანსურ ნაწილთან ერთად, აქტიურად ვამოწმებთ კლინიკებს ინფექციის კონტროლის კუთხით კლინიკებს ეძლევათ გონივრული ვადა, რომ პრობლემები გამოასწორონ, 2-3 კვირის შემდეგ კი განმეორებითი შემოწმება ტარდება. თუ იგივე პრობლემები და ხარვეზები დაფიქსირდება, მივმართავთ სხვადასხვა სანქციას. რაც შეეხება ფინანსურ ნაწილს, თუ უკვე ანაზღაურებული თანხების კორექტირების საჭიროება იქნება, ესეც მოხდება. თუ ასეთი ფაქტები იქნება, შესაბამისი თანხები ბიუჯეტში უნდა დაბრუნდეს“, – აცხადებს აზარაშვილი.