საქართველოში კორონავირუსის 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა კიდევ 6 პაციენტი. ხოლო, ბოლო 24 საათში ვირუსისგან 281 პირი გამოჯანმრთელდა.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 651 577 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 631 715, გარდაიცვალა 16 777 პაციენტი.