საქართველოში ბოლო 24 საათში 6 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

Stopcov-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემების თანახმად, საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით კიდევ 6 პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 107 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ვირუსისგან 281 პირი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 651 577 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, გამოჯანმრთელდა 1 631 715, გარდაიცვალა 16 777 პაციენტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები