“კოღოების დესანტი რუსეთში” – მოსკოვში ამტკიცებენ, რომ საქართველოდან “კოღოების მიერ არეალის გადანაცვლება მიმდინარეობს”

რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი, იგორ კირილოვი აცხადებს, რომ “რუსეთის სუბიექტების ტერიტორიისკენ საქართველოდან სხვადასხვა სახის კოღოების მიერ არეალის გადანაცვლება ხდება”.

ამის შესახებ მან რუსეთის მიერ ორგანიზებულ გაერო-ს უშიშროების საბჭოს არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა.

ამასთან, კირილოვმა აღნიშნა, რომ „თბილისში მდებარე, ლუგარის ცენტრის რეგიონში ვითარება განსაკუთრებით უარესდება იმ დაავადებების მხრივ, რომელთა გადამტანიც მწერები არიან”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები