ირაკლი ღარიბაშვილი – მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის” ვიზიტზე: ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა

ვფიქრობ, არ არის საინტერესო, უადგილოა და საერთოდ, ვფიქრობ, ამ თემაზე ჩემი მხრიდან კომენტარის გაკეთება არასწორი იქნებოდა, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას „პატრიოტთა ალიანსის” წევრების მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაური, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, დღეს ქვემო ქართლის რეგიონში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი მარნეულში გააკეთა, სადაც სოფელ ქუთლიარის ახალი საჯარო სკოლა დაათვალიერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები