COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 31 აპრილამდე გაგრძელდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების პროგრამა 31 აპრილამდე გაგრძელდა.

“200-ლარიანი წახალისების პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს ვაქცინაციის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ შეუძლიათ.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები, “ბუსტერის” გაკეთების შემთხვევაში, 100 ლარს მიიღებენ.

იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ შეესაბამება, სოციალური სააგენტო, “ლიბერთი ბანკთან” არსებული ხელშეკრულების ფარგლებში, ანგარიშებს თავად გაუხსნის.

ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ, დარეკოთ 1522 ან ეწვიოთ booking.moh.gov.ge

ასევე შესაძლებელია, რეგისტრაციის გარეშე მიმართოთ უახლოეს ამცრელ პუნქტს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები