ამირან გამყრელიძე: დიდი ალბათობით, ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს

“დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ გარდაცვალების ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსით გარდაცვალების დღიურ მაჩვენებელზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, დიდი ალბათობით, ჯანმო წელს პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს.

“დღეს პირველი დღეა 2020 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც ჩვენ გარდაცვალების ნულოვანი მაჩვენებელი გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე, ყველა პროგნოზით, რასაც საერთაშორისო სხვადასხვა დიდი ინსტიტუციებით აკეთებენ და, მათ შორის, ჩვენს ქვეყანასთან მიმართებითაც და მათ საფუძველზე ასევე ჩვენც ვაკეთებთ პროგნოზირებას. ეს სტაბილიზაცია უნდა გაგრძელდეს აპრილში გარკვეული შესაძლებელია მცირე პუნქტუაციებით.

არ გამოცხადებულა დასრულებულად პანდემია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მაგრამ მისი მწვავე ფაზა სწორედ ამ მწვავე დოკუმენტშია. მათ თქვეს, რომ პანდემიის მწვავე ფაზა სრულდება, ანუ, დიდი ალბათობით, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, თუ რამე ექსტრაორდინალური არ მოხდა ამ ვირუსის ბიოლოგიასა და ევოლუციაში, დიდი ალბათობით, წელს ჯანმო პანდემიას დასრულებულად გამოაცხადებს”, – განაცხადა გამყრელიძემ “კურიერთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები