გოსტომელსა და ბოროდიანკაში 600 ადამიანის ბედი უცნობია

კიევის ოლქში, გოსტომელსა და ბოროდიანკაში 600 ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

როგორც უკრაინულ რადიოსთან საუბარში გოსტომელის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ტარას დუმენკომ თქვა, დასახლებული პუნქტის 400 მაცხოვრებლის ბედი უცნობია.

მისი ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა სოფლის უფროსი – იური პრილიპკო, მოხალისეები – რუსლან კარპენკო და ივან ზორია, ასევე, პირველი ლიცეუმის დირექტორის ვაჟი მოკლეს.

ბოროდიანკის მერმა, გიორგი იერკომ კი განაცხადა, რომ ქალაქში 200-მდე ადამიანი უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა.

იერკო ვარაუდობს, რომ ისინი რუსული ავიადარტყმის შედეგად შენობების ნანგრევებში არიან.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები გოსტომელს 35 დღის განმავლობაში აკონტროლებდნენ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები