უკრაინაში მებრძოლი ქართველი: რუსებმა საჩუქარი დაგვიტოვეს, ქიმიური ინტოქსიკაცია მივიღეთ
უკრაინაში მებრძოლი ქართველი, ნადიმ ხმალაძე ვიდეოს ავრცელებს და ამბობს, რომ ქართველმა მებრძოლებმა რუსეთის თავდასხმის დროს ქიმიური ინტოქსიკაცია მიიღეს.
“ვიმყოფებით ჰოსპიტალში, რუსებმა დაგვიტოვეს საჩუქარი – ქიმიური მოწამვლა მივიღეთ და გადმოგვიყვანეს ჰოსპიტალში. ღმერთს მადლობა, კარგად ვგრძნობთ თავს. მეორე დღეა უკვე, რაც მოწამლულები ვართ”, – ამბობს ნადიმ ხმალაძე.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge