უკრაინული მედია: ოკუპანტებმა მარიუპოლის მახლობლად სასაფლაოს ტანკებით გადაუარეს
რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის მახლობლად სასაფლაოს ტანკებით გადაუარეს – ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულ მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს მიიჩნეოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ სასაფლაოდ ევროპაში.
“ყოველ დილით ისინი მიდიოდნენ, იკავებდნენ პოზიციებს და იწყებდნენ სროლას დასავლეთის ოლქის მაღალსართულიან შენობებზე. გადაუარეს საფლავებს და დაამტვრიეს ჯვრები და ძეგლები. რა თქმა უნდა, ამდენი ადამიანის სიკვდილის შემდეგ ეს არც ისე მნიშვნელოვანია. მაგრამ ეს სიწმინდეა!“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი გამოცემასთან საუბრისას.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge