მარიამ კაპანაძის ფილმს „მიტოვებული სოფელი“ ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – KABOOM საერთაშორისო ჯილდო გადაეცა

მარიამ კაპანაძის ანიმაციურ ფილმს „მიტოვებული სოფელი“ საერთაშორისო ჯილდო გადაეცა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე – KABOOM. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„ამსტერდამიდან კარგი ამბები გვაქვს!
მარიამ კაპანაძის ანიმაციას „მიტოვებული სოფელი” მორიგი საერთაშორისო ჯილდო გადაეცა ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე –  KABOOM.
„მიტოვებული სოფელი“ დაჯილდოვდა საუკეთესო ექსპერიმენტული ფილმის პრიზით.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით (დაფინანსების 60%).
ვულოცავთ მარიამს და ფილმის მთელ შემოქმედებით ჯგუფს“! – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები