მოსკოვის ქუჩებში ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ერთკაციანი აქცია გაიმართა

მოსკოვში ერთკაციანი აქცია – „ბუჩა-მოსკოვი“ გაიმართა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ხოლოდ“ იუწყება.

გამოცემის ცნობით, აქცია-პერფორმანსის ფარგლებში, აქტივისტი რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, სხვადასხვა ადგილას, ზურგზე შეკრული ხელებით გაწვა სწორედ იმ პოზაში, რომელშიც უკრაინის ქალაქ ბუჩაში მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეები იპოვეს.

ამ დროისთვის, აქციის მონაწილის ვინაობა უცნობია. ასევე უცნობია, დააკავეს თუ არა ის სამართალდამცავებმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები