NYT: ბუჩას ქუჩებში ცხედრები რუსი სამხედროების გასვლამდე, 9-11 მარტს იყო
ბუჩას ქუჩებში მშვიდობიანი უკრაინელების ცხედრები, სავარაუდოდ, მარტის შუა რიცხვებიდან იყო, ანუ ქალაქიდან რუსი ოკუპანტების გასვლამდე.
ამის შესახებ The New York Times-ის ჟურნალისტები წერენ, რომლებმაც ამ პერიოდის, ქუჩების თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები შეისწავლეს.
გამოცემის მიერ გაანალიზებული ერთ-ერთი ვიდეო ადგილობრივი საბჭოს წევრმა 2 აპრილს გადაიღო. ამ ვიდეოში ჩანს იაბლონსკას ქუჩაზე ბევრი ცხედარი, რომლებიც ადგილზე, სავარაუდოდ, 9-11 მარტის პაერიოდშია დაფიქსირებული.
ამავდროულად, NYT-ს Maxar Technologies-მა თანამგზავრული სურათები გადასცა, საიდანაც ირკვევა, რომ ამ ცხედარიდან, სულ მცირე, 11 მარტიდან არის დაფიქსირებული, ანუ იმ დღიდან, როდესაც ოკუპანტებმა ქალაქი დაიკავეს.
ამასთან, 2 აპრილს ქალაქში გადაღებული ფოტოებში ცხედრები ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორც თანამგზავრულ ფოტოებში ჩანს.
აღსანიშნავია, რომ რუსული მხარე რუსი სამხედროების მიერ ბუჩაში მოსახლეობის წამების, დახვრეტის, გაუპატიურების ფაქტებს უარყოფს.
4 მარტს კრემლის სპიკერმა თქვა, რომ ეს ყველაფერი “ფეიკია”, ხოლო ქვეყნის პირველმა დიპლომატმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ბუჩას ქუჩებში ცხედრები სცენარის ნაწილია. ასევე, მისი თქმით, “რუსულმა არმიამ ქალაქი 30 მარტს დატოვა და ცხედრები მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოჩნდა”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge