რუსეთისა და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – განახლებული მონაცემები

უკრაინამ და რუსეთმა, ომის დაწყებიდან დღემდე, პერიოდში სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაცია განაახლეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე პერიოდში რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

პერსონალი – დაახლოებით, 18 500 ადამიანი;
ტანკი – 676 ერთეული;
ჯავშანტექნიკა / APV – 1 858 ერთეული;
საარტილერიო სისტემა – 332 ერთეული;
MLRS – 107 ერთეული
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 55 ერთეული;
თვითმფრინავი – 150 ერთეული;
ვერტმფრენი – 134 ერთეული;
საავტომობილო მანქანა – 1 322 ერთეული;
გემი/ნავი – 7 ერთეული;
საწვავის ავზი – 76 ერთეული;
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 94
სპეციალური აღჭურვილობა – 25
მობილური SRBM სისტემა – 4.
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს რუსეთიც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 24 თებერვლიდან 5 აპრილამდე სულ განადგურებულია უკრაინის:

125 თვითმფრინავი;
91 შვეულმფრენი;
394 უპილოტო საფრენი აპარატი;
1 948 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა;
226 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა;
838 საველე არტილერია და ნაღმტყორცნი;
1 842 სპეციალური სამხედრო მანქანა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები