ბლინკენი – “ცივი ომის” შემდგომი დათბობის ეპოქა დასრულდა”

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, საერთაშორისო ურთიერთობების “დათბობის ეპოქა”, რომელიც ბერლინის კედლისა და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა, დასრულდა.

ამის შესახებ დიპლომატმა უწყების 61-ე ხელმძღვანელის, ჯეიმს ბეიკერის ბიუსტის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. ჯეიმს ბეიკერი სახელმწიფო მდივნის თანამდებობას 1989 – 1992 წლებში იკავებდა.

”უფრო თავდაჯერებული ჩინეთი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისთვის გამოწვევაა. “ცივი ომის” შემდგომი ეპოქა დასრულდა. რუსეთი მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა. ის დაუბრუნდა საკუთარ ქვეყანაში თითქმის ტოტალიტარულ რეპრესიებს. ის ბირთვული იარაღის გამოყენებითაც იმუქრება“, – განაცხადა ბლინკენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები