რუსეთი უკრაინაში სპეციალურ სადამსჯელო ოპერაციას ახორციელებს – მიხაილ პოდოლიაკი

რუსეთი ახორციელებს სპეციალურ სადამსჯელო ოპერაციას უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი, მიხაილ პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც პოდოლიაკი აღნიშნავს, რუსეთის მიზანი უკრაინელების დამცირება და განადგურებაა.

„ომის ბარბაროსული მეთოდები, თავდასხმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განზრახ მკვლელობები, სასტიკი მასობრივი გაუპატიურება. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი ახორციელებს სპეციალურ სადამსჯელო ოპერაციას უკრაინაში. მისი მიზანია უკრაინელების დამცირება და განადგურება“, – წერს მიხაილ პოდოლიაკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები