რუსებმა ხარკოვის ოლქი დაბომბეს – დაღუპულია 10 პირი, 41 კი დაშავდა
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ხარკოვის ოლქზე მიიტანეს იერიში. სლობიდსკის რაიონის დაბომბვის შედეგად, 7 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 34 კი დაშავდა, რომელთა შორის 3 ბავშვია. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ამის შესახებ ინფორმაცია ხარკოვის გუბერნატორმა, ოლეგ სინეგუბოვმა გაავრცელა.
ქალაქ დერგაშიში, დასახლებული პუნქტის დაბომბვის შემდეგ კი 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა.
გუბერნატორის თქმით, ხარკოვის ოლქში მოსახლეობისთვის გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების გაცემა, ქალაქ ლოზოვაიადან კი ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge