“ვითხოვთ, რომ ზელენსკის და პუტინის შეხვედრა არც რუსეთში და არც ბელარუსში არ გაიმართოს” – ხვალ მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების მორიგი რაუნდი, ვიდეოფორმატში, 1-ელ აპრილს განახლდება.
ამის შესახებ მოლაპარაკებებში უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ ტელეგრამ არხში დაწერა.
„თურქეთში გამართულ მოლაპარაკებებზე ჩვენ ასევე განვაცხადეთ, რომ საჭიროა ორი სახელმწიფოს ლიდერების შეხვედრა. რუსულმა დელეგაციამ გვიპასუხა, რომ ჯერ საჭიროა შეთანხმების მეტად კოორდინებული პროექტის დადება. ერთ კვირაში შევიმუშავებთ ყველაფერ იმას, რაც არის დამოკიდებული მოლაპარაკების პროცესში მონაწილეებზე და იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში უკვე ქვეყნების პრეზიდენტები შეხვდებიან ერთმანეთს. ამავდროულად, ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ, რომ ასეთი შეხვედრა არ გაიმართოს არც რუსეთის და არც ბელარუსიის ტერიტორიაზე“, – განაცხადა მან.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge