ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელ მასიეჟ ცურას შეხვდა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ერთობლივი პროექტები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

“საუბარი შეეხო საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერების კუთხით ევროპის საინვესტიციო ბანკის მხარდაჭერას.

მინისტრმა ევროპის საინვესტიციო ბანკს, საქართველოს ჯანდაცვის სექტორში ინვესტირების გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. ზურაბ აზარაშვილის თქმით, ორგანიზაციასთან მალე ახალი შეთანხმება გაფორმდება, რაც ჯანდაცვის სექტორში მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები