ჰიროსიმაში ატომური ბომბის ჩამომგდები ამერიკელი პილოტი გარდაიცვალა
93 წლის ასაკში ამერიკელი პილოტი თეოდორ ვან-კირკი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს . სწორედ თეოდორ ვან-კირკი იყო ამერიკული სამხედრო თვითმფრინავის “Boeing B-29 Enola Gay” – ს პილოტი, რომელმაც ქალაქ ჰიროსიმაში ატომური აფეთქება განახორციელა.
შეგახსენებთ, რომ 1945 წლის 6 აგვისტოს, „Enola Gay“-ის ეკიპაჟმა, რომელსაც პოლკოვნიკი პოლ ტიბეტსი მეთაურობდა, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმას ცენტრში 4 ტონიანი ბომბი ჩამოაგდო. მე- 20 საუკუნის ამ უდიდეს ტრაგიკულ მოვლენას უმალვე ემსხვერპლა 100 ათასი ადამიანი, ათასობით ადამიანი კი ატომური დასხივების გამო მომდევნო წლებში გარდაიცვალა. ვან – კირკი „Enola Gay”-ის ეკიპაჟის უკანასკნელი გადარჩენილი წევრი იყო, რაც შეეხება „Enola Gay”-ის მეთაურს – პოლ ტიბეტს, ის 2007 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.
” მე არ ვამაყობ ჰიროსიმაში დაღუპულებით, თუმცა სხვანაირად როგორ შეიძლება მოიგო ომი, თუკი არავის მოკვლას არ აპირებ, მაშინ ბრძოლა არც უნდა დაიწყო”, – აცხადებდა ვან-კირკი ჟურნალ შპიგელთან„ ინტერვიუში. ვან კირკს არაერთხელ უთქვამს, რომ სწორედ ომის დროს დარწმუნდა, რომ “ატომური ბომბის საშუალებით ვერაფერს შექმნი”. სიცოცხლის ბოლო წლებში ის ატომური შეიარაღების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდა.