Financial Times: აშშ ირანის მიმდებარე ბაზებზე სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობას ზრდის

შეერთებულმა შტატებმა იორდანიისა და საუდის არაბეთის ბაზებზე განლაგებული სამხედრო თვითმფრინავების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა,- ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Financial Times (FT) იტყობინება.

მედიის შეფასებით, ვაშინგტონი „ახლო აღმოსავლეთში უზარმაზარ საჰაერო ძალას აგროვებს ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო კამპანიისთვის, რომელიც შეიძლება, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს“.

გამოცემა თანამგზავრული ფოტოებისა და თელ-ავივის უნივერსიტეტის შეფასების საფუძველზე იუწყება, რომ იორდანიის ბაზაზე, სულ მცირე, 66 გამანადგურებელია განლაგებული.

მხარეები მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დროსა და ადგილს არ ახმაურებენ. აშშ-მა და ისრაელმა ადრე მოითხოვეს, რომ ირანს უარი ეთქვა არა მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე, არამედ ბალისტიკური რაკეტების წარმოებაზე და ახლო აღმოსავლეთში პროირანული ძალების მხარდაჭერაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები