“რადიკალები ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან, რომელთაც რადიკალიზმი გამოვაცალეთ და საშუალება არ მივეცით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული გეგმები განეხორციელებინათ” – წილოსანი
“რადიკალები ნამდვილად განულებული პოლიტიკური ძალები არიან, რომელთაც რადიკალიზმი გამოვაცალეთ და საშუალება არ მივეცით, სახელმწიფოს საწინააღმდეგო აგრესიული გეგმები განეხორციელებინათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, “გაერთიანების ან შეთანხმების პროცესი იმ დიდი მავნებლური პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ათწლეულებია, საქართველოს წინააღმდეგ ვაკვირდებით”.
„ერთადერთი, რის იმედსაც გამოვხატავ, ალბათ მომავალში უფრო წამოვლენ რეალური ოპოზიციური ძალები, რომლებიც ხელისუფლებას სათანადო ოპონირებას გაუწევენ და ოპოზიცია თავის დანიშნულებას რეალურად შეასრულებს. ვითომ გაერთიანების ან შეთანხმების პროცესი იმ დიდი მავნებლური პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც ათწლეულებია, საქართველოს წინააღმდეგ ვაკვირდებით“, – თქვა წილოსანმა.