გეკა გელაძემ ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ, ყაზახეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, კოლეგასთან – ერჟან სადენოვთან, ორმხრივ ფორმატში შეხვედრა გამართა.

შსს-ს ინფორმაციით, ორი ქვეყნის მინისტრებმა საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებულ მტკიცე მეგობრულ ურთიერთობებსა და მისი გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობას.

გეკა გელაძემ ყაზახ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.

შეხვედრის ფარგლებში, ორი ქვეყნის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს პარტნიორობის გაღრმავებას ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით – მათ შორის ნარკოდანაშაულის, კიბერდანაშაულისა და სხვა არსებული გამოწვევების მიმართულებებით.

მინისტრმა, დელეგაციასთან ერთად, ასევე დაათვალიერა ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფი და გაეცნო უწყებებში არსებულ სპეციალურ აღჭურვილობასა და დანერგილ თანამედროვე ტექნოლოგიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები