გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი – უნგრეთი ევროპის სუვერენიტეტისთვის ბრძოლას ღალატობს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია უნგრეთის პოზიციით რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ბუდაპეშტზე სანქციების მე-20 პაკეტის მიღების მიზნით, ზეწოლის მცდელობები გაგრძელდება.

ევროკავშირის მე-20 პაკეტის სანქციები მიზნად ისახავს რუსეთის მიმართ ენერგეტიკასა და ნავთობის სეგმენტში ზეწოლის გაზრდას. უნგრეთი ეწინააღმდეგება ამ პაკეტს, რადგან მისი მთავრობა აცხადებს, რომ ენერგო უსაფრთხოებისთვის ეს საფრთხილოა, განსაკუთრებით “დრუჟბას” ნავთობის მილსადენის შეზღუდვების გამო.

„გაკვირვებული ვარ უნგრეთის პოზიციით. ამას ჩვენს უნგრელ კოლეგებთან განვიხილავთ. არ მგონია, რომ სწორია, რომ უნგრეთი ღალატობს საკუთარ ბრძოლას თავისუფლებისთვის, ევროპული სუვერენიტეტისთვის. ამიტომ, ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს არგუმენტებს უნგრეთს ბუდაპეშტში და, რა თქმა უნდა, აქ, ბრიუსელში, რათა მათ გადახედონ თავიანთ პოზიციასქ“,- განუცხადა მან ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მისვლისას.

მანამდე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კაია კალასმა, აღიარა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე შეთანხმებას ვერ შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები