საფრანგეთი „ჩრდილოვანი ფლოტის“ დასაბლოკად სამხედრო საშუალებების გამოყენებას გეგმავს

საფრანგეთი რუსული ნავთობის „ჩრდილოვანი ფლოტის“ მიერ ტრანსპორტირების სრულად დაბლოკვას გეგმავს, რისთვისაც სამხედრო საშუალებების გამოყენებას აპირებს.

ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ, ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა.

„ჩვენ ვემხრობით საზღვაო ტრანსპორტის სრულ აკრძალვას, როგორც „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილს. ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ როგორც აქ, ბრიუსელში, ასევე დიდი შვიდეულის წევრებთან განვიხილავთ“, – თქვა მან.

მინისტრმა დასძინა, რომ სანქციების სიებში ახალი გემების დამატება „არ დაელოდება მე-20, 21-ე ან 22-ე სანქციების პაკეტის მიღებას“, არამედ ხდება ინფორმაციის ხელმისაწვდომობისთანავე.

მან განაცხადა, რომ ევროპული სანქციების გვერდის ავლით საზღვაო გადაზიდვების შეფერხების ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი „სამხედრო საშუალებების გამოყენებაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები