“იუნკერების თავდადება გვავალდებულებს, არასოდეს შევურიგდეთ ოკუპაციას, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვას” – ირაკლი კირცხალია

“დღეს პატივს მივაგებთ 1921 წელს, კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში, სამშობლოს თავისუფლების დასაცავად დაღუპული ქართველი იუნკერების ხსოვნას. მათი სიმამაცე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია, რომ ქართველს დაუფიქრებლად შეუძლია ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვისთვის ყველაზე ძვირფასის – სიცოცხლის გაღება”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ლიდერი, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კირცხალია აღნიშნავს, იუნკერების თავდადება გვავალდებულებს, არასოდეს შევურიგდეთ ოკუპაციას, თავისუფლების, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაკარგვას.

“კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით ქართველი იუნკერების ნათელი ხსოვნის და სამუდამო გმირობის წინაშე”, – წერს ირაკლი კირცხალია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები