“განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტებით დასაქმდებიან” – არჩილ გორდულაძე

“განსაზღვრულია ის სექტორები, სადაც უცხოელები ვერ დასაქმდებიან, ან შესაბამისი კვოტებით დასაქმდებიან”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

ის მთავრობის იმ განკარგულებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეკრძალებათ.

“ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მოსახლეობის დასაქმებას. იმ სექტორში, სადაც გვაქვს გამოწვევა კვალიფიციური მუშა ხელის კუთხით, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი [კვალიფიკაციის მქონე] უცხოელები ჩამოვიდნენ ჩვენთან”, – განაცხადა გორდულაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები