ნიკოლოზ სამხარაძე – დანილოვის განცხადებაზე: მოუწოდებს საქართველოს, უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები, სოფლები განადგურდეს, ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ?

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას Twitter-ზე ეხმაურება.

„იმედი მაქვს, რომ ეს ყალბი ამბავია. უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მოუწოდებს საქართველოს (და სხვებს) უარი თქვას ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენის პოლიტიკაზე მეორე ფრონტის გახსნით, რათა ჩვენი ქალაქები და სოფლები განადგურდეს და ქართველი ქალები და ბავშვებიც დაიღუპონ? ეს მართალია?“, – წერს ნიკოლოზ სამხარაძე.

სამხარაძე აზიარებს დანილოვის განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია: „დამატებითი ფრონტების გახსნა მთიან ყარაბაღში, კურილსში, კალინინგრადში, დნესტრისპირეთში, ოკუპირებულ საქართველოში დიდად დაგვეხმარება. რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი, გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები