არესტოვიჩი: რუსეთი წვევამდელების გამოგზავნას გეგმავს, მივმართავ რუს დედებს – ნუ გამოუშვებთ შვილებს ომში
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს დედებს მიმართა და მოუწოდა, შვილები უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ომში არ გაუშვან.
“როგორც უკრაინის დაზვერვისთვისაა ცნობილი, რუსეთის შეიარაღების ძალებში მნიშვნელოვნად შემცირდა კონტრაქტორების რაოდენობა. იგეგმება წვევამდელების გაგზავნა ფრონტის ხაზზე. მივმართავ რუს დედებს, გაუფრთხილდით თქვენ შვილებს, ნუ გამოუშვებთ მათ უკრაინაში დასახოცად. ეს ომი რუს ხალხს არაფრად სჭირდება, არაფერში არგებს. ეს ომი პუტინმა დაიწყო და მის რეჟიმს სჭირდება მხოლოდ. თქვენ კი სჯობს მის რეჟიმს რუსეთში დაუპირისპირდეთ“, – განაცხადა არესტოვიჩმა.