მედვედევი: რუსეთმა ბირთვული იარაღი 4 შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბირთვული იარაღი, შესაძლოა, 4 შემთხვევაში გამოიყენოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РБК ავრცელებს.

მედვედევის თქმით, რუსეთმა შესაძლოა ბირთვული იარაღი გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე მის ტერიტორიებზე იერიშს მიიტანს ბირთვული იარაღის გამოყენებით. ასევე, ბირთვული იარაღის სხვა ნებისმიერი გამოყენების ფორმის შემთხვევაში რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ. მესამე შემთხვევა – თუკი მოხდება კრიტიკული ინფრასტრუქტურის ხელყოფა, რის შედეგადაც რუსეთის ბირთვული შემაკავებელი ძალები პარალიზდება. მეოთხე შემთხვევა – რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების შემთხვევაში, რის შედეგადაც ქვეყნის არსებობას საფრთხე დაემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები