Anonymous-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის 28 გიგაბაიტი ინფორმაცია გაასაჯაროვა
ჰაკერულმა დაჯგუფება Anonymous-მა რუსეთის ცენტრალური ბანკის მონაცემთა ბაზის გატეხის შედეგად მოპოვებული 28 გიგაბაიტი ინფორმაცია გაასაჯაროვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად Anonymous ავრცელებს.
„ჩვენ გავავრცელეთ ეს საბუთები ინტერნეტის სხვადასხვა წერტილიდან. თუკი საბუთებს ცენზურა დაედება, მაშინ ჩვენ მათ სხვა გზებით გავასაჯაროებთ“, – აღნიშნა Anonymous-მა.
BBC-ის რუსული რედაქციის ცნობით, რუსეთის ცენტრალური ბანკი მონაცემების მოპარვის ფაქტს უარყოფს.
გასაჯაროებულ ინფორმაციებს შორის არის ასობით აუდიტორული დასკვნა და მონაცემები ბანკის მფლობელების შესახებ. ჰაკერები ამტკიცებენ, რომ წვდომა მოიპოვეს ცენტრალური ბანკის „საიდუმლო შეთანხმებებზეც“.
JUST IN: The Central Bank of Russian Federation leak (28 GB) has been published by #Anonymous hackers (@Thblckrbbtworld).#Ukraine #OpRussia
🔻 https://t.co/msXQ24qDZ2— Anonymous TV 🇺🇦 (@YourAnonTV) March 25, 2022