CNN: რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარი გადაჰყავს

რუსეთს უკრაინაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განლაგებული ჯარები უკრაინაში გადაჰყავს. ინფორმაციას CNN-ი აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, აშშ-მ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გარკვეული რაოდენობის სამხედროების გადაადგილება დააფიქსირა, თუმცა პენტაგონს ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობის დასახელება არ შეუძლია.

“ახლა გვაქვს იმის მინიშნებები, რომ საქართველოს ტერიტორიიდან უკრაინის მიმართულებით ძალების გადაყვანა ხდება”. – თქვა აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის თანამდებობის პირმა.

როგორც წყარომ CNN-ს უთხრა, პენტაგონს არ აქვს ინფორმაცია უკრაინის რომელ ნაწილში იგეგმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაძრული სამხედრო პირების გადაყვანა, თუმცა, მისივე თქმით, კრემლის პრიორიტეტი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასის რეგიონში აქტივობაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები