ვერეშჩუკი: რუს ოკუპანტებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქის 14 მერი ჰყავთ გატაცებული

,,რუს ოკუპანტებს უკრაინის სხვადასხვა ქალაქის 14 მერი ჰყავთ გატაცებული და მძევლების პარიტეტის პირობებით გაცვლას ითხოვენ.” – განაცხადა უკრაინის ვიცეპრემიერმა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა

“რუსეთი ითხოვს პარიტეტის პრინციპს. ამბობენ, რომ მესაზღვრეებს მესაზღვრეებში გაცვლიან, მეზღვარებს მეზღვაურებში, მე კი ლოგიკური კითხვა მაქვს: ვისში უნდა გავცვალოთ მერები, რომელთაგანაც უკვე 14 რუსეთს მძველად ჰყავს აყვანილი? ჯერჯერობით ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე ვმუშაობთ” – თქვა ვერეშჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ 24 მარტს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამხედრო ტყვეების “პირველი სრულფასოვანი გაცვლა” შედგა. რუსებმა 10 ტყვე ოკუპანტის სანაცვლოდ გაათავისუფლეს 10 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები