კობა გვენეტაძე: ინფლაცია შემცირდება, მაგრამ არა იმ დონემდე, რასაც ვვარაუდობდით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, მიმდინარე წელს ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც სებ-ი ვარაუდობდა. კობა გვენეტაძის თქმით, აღნიშნული ნავთობის ფასზეა დამოკიდებული, რომელიც, უკრაინაში ომისა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო, საგრძნობლად გაიზარდა.

„ინფლაცია, რომელიც უკვე გლობალური გამოწვევა იყო მსოფლიოსთვის და მოსალოდნელი იყო, რომ ამ წელს გადაილახებოდა, კვლავ დარჩება გლობალურ გამოწვევად. მარტის თვეში წლიურ ინფლაციას ჩვენ ვვარაუდობდით, რომ 14 პროცენტიდან დაახლოებით შემცირდებოდა რვა პროცენტამდე. სამწუხაროდ, დღეს ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელი არ იქნება მიწოდების ჯაჭვების შეწყვეტის გამო, რომელიც ნავთობთან არის დაკავშირებული, რადგანაც რუსეთი ნავთობის მნიშვნელოვანი მიმწოდებელი იყო, ეს სხვა პროდუქტებსაც გადაედება. ნავთობის ფასებმა საგრძნობლად მოიმატა და ვფიქრობ, ზუსტად ეს განაპირობებს იმას, რომ ინფლაცია იმ დონემდე არ შემცირდება, რასაც ვვარაუდობდით. შემცირება ექნება ნამდვილად წლიურ ინფლაციას, მაგრამ ისეთი არა, როგორც ვვარაუდობდით. ჩვენ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გვექნება ოთხშაბათს, სადაც ვისმჯელებთ და გავაანალიზებთ ბოლო ინფორმაციას“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები