FT: აბრამოვიჩი რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ორგანიზებაში პუტინის მხარდაჭერით იყო ჩართული
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკების ორგანიზებაში რუსი მილიარდერი, რომან აბრამოვიჩი პირადად იყო ჩართული, – წერს Financial Times ორ წყაროზე დაყრდნობით.
აღინიშნება, რომ აბრამოვიჩის მონაწილეობას მხარი რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დაუჭირა. აბრამოვიჩი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მაღალჩინოსანს მოლაპარაკებების ორგანიზებაში დასახმარებლად შეხვდა.
როგორც FT აღნიშნავს, პუტინის მხარდაჭერა მეტყველებს იმაზე, რომ აბრამოვიჩი ნებართვას უმაღლეს დონეზე იღებს, ასევე, ეწინააღმდეგება თავად ბიზნესმენის ადრინდელ მტკიცებას, რომ ის არასოდეს მიეკუთვნებოდა რუსეთის პრეზიდენტის ახლო წრეს.
უკრაინული დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ FT-ს მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა დაუდასტურა. მისი თქმით, ბიზნესმენს გომელში პირველი რაუნდის დროს შეხვდა.
”მე შემიძლია, დავადასტურო, რომ აბრამოვიჩი აქტიურად არის ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში,” – თქვა მან და დასძინა, რომ მილიარდერი ”ჩართული იყო ამ პროცესში საერთაშორისო ებრაული საზოგადოების მეშვეობით”.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა თქმა, რომ ის ორგანიზებაში იყო ჩართული, თუმცა, არაფერი უთქვამს იმაზე, მონაწილეობდა თუ არა პუტინის მხარდაჭერით.